Financial Times-ი - რუსეთი იარაღის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას პირდაპირ აწვდის ნავთობს

რუსეთი იარაღის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას პირდაპირ აწვდის ნავთობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა იარაღის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის პირდაპირი მიწოდებები დაიწყო, რაც გაეროს სანქციების დარღვევას წარმოადგენს.

სატელიტური ფოტოებიდან გამომდინარე, რომლებსაც თავდაცვითი კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტი (RUSI) ავრცელებს, მიმდინარე თვეს რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნის ჩრდილოეთ კორეის როგორც მინიმუმ ხუთი ტანკერი ეწვია ნავთობპროდუქტების მისაღებად.

აღნიშნული მიწოდებები, რომლებიც 7 მარტს დაიწყო, რუსეთიდან საზღვაო მიწოდებები პირველი დადასტურებული მიწოდებებია, მას შემდეგ, რაც 2017 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მოსკოვის თანხმობით ნავთობის გადაზიდვაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა ფხენიანის მიერ ატომური ტესტებზე პასუხად.

“ნავთობის ეს მიწოდებები პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენენ სასანქციო რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირას აღმოჩნდა…

ის, რისი დანახვას ახლა შეგვიძლია, - აშკარა “იარაღი ნავთობის სანაცვლოდ” ბარტერული შეთანხმებაა, რომელიც ღიად არღვევს პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებულ სანქციებს” , - განაცხადა გაეროს ჩრდილოეთ კორეის მიმართებაში სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ, ჰიუ გრიფითსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება