ლევან დავითაშვილმა „აგროჰაბის" ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში „აგროჰაბის" ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კომპანიის დამფუძნებლებს და დამსწრე საზოგადოებას დედაქალაქისთვის ახალი და მაღალი ხარისხის სტანდარტებით მომუშავე ობიექტის შემატება მიულოცა.

„მართლაც სასიხარულო დღეა თბილისისთვის - ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. „აგროჰაბი" მგონი ყველა მომხმარებლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი დანიშნულების ადგილია, გამორჩეული იმით, რომ ძირითადად ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

უწყების ინფორმაციითვე, „აგროჰაბის" რიგით მეხუთე ფილიალი თბილისში ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა, ეს არის თანამედროვე, 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე.

„როგორც კომპანიის ხელმძღვანელთა მხრიდან აღინიშნა, ისევე როგორც, სხვა უკვე მოქმედი ობიექტების, ახალი ფილიალის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს. ფილიალები „აგროჰაბის" წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ. მ ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში" ამჟამად 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ახალი ფილიალის დამატებით კი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„აგროჰაბი" თვითონ მნიშვნელოვან საწარმოო კომპლექსზეა დაფუძნებული და წარმატების დიდი ნაწილიც ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ ხარისხიანი, მაღალი დონის ქართული პროდუქცია კომპანიამ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად მიიტანოს, რასაც დიდი წარმატებით ახერხებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით , „აგროჰაბი" ახლო მომავალში კიდევ აპირებს საქმიანობის გაფართოებას - კომპანია წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს თბილისსა და ქუთაისში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს