ნინო ლაცაბიძე - ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ შევქმნათ ის შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული რუსთაველისთვის

აზიის განვითარების ბანკი, რუსთავში ურბანული განვითარებისა და მწვანე ინდუსტრიული პარკების შექმნაზე ორიენტირებულ პროექტებში, ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი და მერის პირველი მოადგილე კახა გურული, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროსს, მარია პია ანკორას და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ.

ნინო ლაცაბიძემ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რუსთავის საინვესტიციო პოტენციალი და ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო. შეხვედრაზე მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის, კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმებზე და რუსთავში ახალი ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

,,ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის პოტენციალი, მაქსიმალურად იქნას ათვისებული და შევქმნათ ის შესაძლებლობები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული რუსთაველისთვის“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

აზიის განვითარების ბანკის მხრიდან რუსთავში ურბანული და ეკოლოგიური პროექტების მხარდაჭერა, ქალაქის ახალი განვითარების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება.

როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დონორ ორგანიზაციებს სწორად წარედგინოთ რუსთავის რეალური პოტენციალი.

,,დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან საინტერესო აქცენტები გაკეთდა. ვისაუბრეთ მწვანე ინდუსტრიული პარკების და ზოგადად მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, სივრცითი დაგეგმარების სფეროში თანამედროვე პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებზე. ყველა ეს საკითხი, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთავისთვის და მისი განვითარებისთვის”- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავით დაინტერესების მზარდ ტენდენციაზე და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“აზიის განვითარების ბანკის და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის ვიზიტი, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ რუსთავით დაინტერესების ტენდენცია მზარდია. ვისაუბრეთ სახმელეთო გადაზიდვებზე, ლოჯისტიკურ კვანძებზე, რუსთავში წარმოებულ პროდუქციაზე და მის ექსპორტზე. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია რუსთავის ახალი განვითარებისთვის“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

საქართველოში ვიზიტად მყოფი მკვლევართა ჯგუფი, ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში, ინდუსტრიულ, სივრცით დაგეგმარებაზე და „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის“ გეგმებზე მუშაობს. რუსთავში არსებული რესურსების შესწავლის შემდეგ, ჯგუფი იმ პროექტებზე იმუშავებს, რომელთა განხორციელებაშიც, აზიის განვითარების ბანკი სამომავლოდ ინვესტირებას შეძლებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით