შალვა პაპუაშვილი - გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი - მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში იყო

დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის შესარჩევი კომისიის კანდიდატებს კომისიის წევრობაზე თანხმობისთვის. ამავე ბრძანების თანახმად, ასევე, განისაზღვრა კანდიდატების შესარჩევი კომისიაც.

,,დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი.

მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, შესარჩევი კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.

საკონკურსო პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე” , - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა