ანონსი  27 მარტი

27 მარტს, 10:30 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და USAIDის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.

თემა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში - გამოწვევები და პერსპექტივები

მის: ვარდების მოედანი 1 (Ballroom 1), სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“

27 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

27 მარტს, 14:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შეხვედრას გამართავას.

თემა: ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები

მის: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი"

27 მარტს, 16:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპა“ ჩვენებისა და დისკუსიების ციკლს იწყებს.

ღონისძიებას საქართველოს ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეს რუისი და ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე, გახსნიან.

მის.: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შენობა G, საკონფერენციო ოთახი G106

საკონტაქტო: 598 10 15 08

27 მარტს, 16:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

საკონტაქტო პირი: მაია შამანაური 555 56 54 55

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს