Bloomberg - ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არ თვლიან, რომ მოსკოვში სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი კრემლთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პუტინის უახლოეს გარემოცვაში ზოგი ადამიანი არ ეთანხმება თეზისს, რომ 22 მარტს "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ სროლაზე უკრაინაა პასუხისმგებელი.

წყაროები აღნიშნავენ, რომ სროლასთან უკრაინის კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი მომხდარი ტერაქტის უკრაინის წინააღმდეგ ომის გარშემო ხალხის გაერთიანებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

ასევე Bloomberg-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ კრემლის მაღალჩინოსნები შოკირებული იყვნენ სპეცსამსახურების უუნარობით, აღეკვეთათ თავდასხმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება