საქართველო ისტორიულ გამარჯვებას - ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობს

გულშემატკივრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას - ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობენ.

გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე საქართველოს დროშებით შევიდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს.

მოქალაქეები შეკრებილი არიან რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი იყო განთავსებული.

გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში ქომაგები ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ, ისმის შეძახილები: „საქართველო“.

გამარჯვების აღსანიშნავად, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებმა ფოიერვერკებიც გაუშვეს.

მოქალაქეები არიან შეკრებილი სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში გულშემატკივარი საყვირებით და ავტომობილებით ქუჩებში გადაადგილდებიან, ისმის საქართველოს ჰიმნი და შეძახილები : “საქართველო ევროპისკენ”. ისინი საზეიმო მსვლელობამდე ბათუმის მთავარ სტადიონთან შეიკრიბნენ და დიდ ეკრანთან საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.

“ეს არის ისტორიული, ღირსეული გამარჯვება, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა მოგვიტანეს. საქართველო ამას 30 წელი ელოდა და დადგა დღე გამარჯვების. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება”, - აღნიშნეს მოქალაქეებმა.

გულშემატკივარი შეკრებილი იყო რუსთავშიც, საქართველოს დროშებით და შეძახილებით: "საქართველო" მოქალაქეებმა ეროვნული ნაკრების გამარჯვება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ იზეიმეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს