ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივარს - თქვენ იყავით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ  გავიმარჯვეთ - უბედნიერესები ვართ

გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ დავწერეთ ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გამარჯვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

გიორგი მამარდაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწად-ნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.

ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ნაკრების გამარჯვება ქართველი გულშემატკივრების დამსახურებაცაა.

„უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია არასდროს არ მქონია ცხოვრებაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა, ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამე არსად არ მინახავს. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საქართველომ "დინამო არენაზე" საბერძნეთის ნაკრებს პენალტების სერიაში სძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს