ვილი სანიოლი - ჩემს გარემოცვაში არიან პროფესიონალები - დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომელსაც განვიცდი - ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ნაკრების ყველა ფეხბურთელი ფანტასტიკურად დაიხარჯა.

„წარსულში, შეიძლება ბევრი ფიქრობდა და უთქვამს კიდევაც, რომ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ზუსტად ამას ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თვეები, წლები.

მოხარული ვარ, რომ ის შეგრძნებები მაქვს, რომელსაც განვიცდი. სიმართლე გითხრათ არც აქამდე მიფიქრია წასვლაზე, აქ საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემ გარემოცვაშია კარგი ხალხი, კარგი გუნდი და პროფესიონალები. ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის.

ბევრი ვივარჯიშეთ პენალტებზე. როდესაც პენალტები გიწევს, ამის გათვალისწინება აუცილებელია. არასდროს იცი ვინ დაასრულებს თამაშს, შესაბამისად ვის შეარჩევ ხუთეულად. ამიტომ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ ყველა მოთამაშესთან და გავიგეთ ვინ რამდენად მზად იყო პენალტების დასარტყმელად. ქოჩორაშვილმა თვითონ თქვა, რომ პირველი დაარტყამდა პენალტს. სიმართლე გითხრათ არც გამკვირვებია, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ნაკრებში, რაც ქოჩორაშვილი გამოჩნდა ნაკრებში. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება