თელ-ავივში პოლიციამ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეები დააკავა

თელ-ავივში, “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციის დროს, სულ მცირე ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ღაზაში დარჩენილი მძევლების ნათესავები, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კატარში დროებითი ზავისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშკარა ჩაშლის ფონზე, მომიტინგეები თელ-ავივში შეიკრიბნენ და შეთანხმების მიღწევა მოითხოვეს. ზოგიერმა მათგანმა გზა გადაკეტა და მოძრაობა შეაფერხა.

მედიის ცნობით, ორი დაკავებული მომიტინგე ცხრა წლის ოჰად მუნდერ-ზიჩრის ნათესავია, რომელიც 7 ოქტომბერს დედასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად აიყვანეს მძევლად.

ისრაელის პოლიციამ განმარტა, რომ ოფიცრებმა თელ-ავივში უკანონო დემონსტრაციის დროს ოთხი დემონსტრანტი გზებზე მოძრაობის შეფერხებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება