გაერო - რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს

ზამთრის სამი თვის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯეს, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიში 26 მარტს გამოქვეყნდა და აღწერს ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდში.

„საანგარიშო პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა მიიღო ცნობები სულ მცირე 32 უკრაინელი ტყვის სიკვდილით დასჯის შესახებ 12 ცალკეული ინციდენტის დროს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ექსპერტებმა გამოჰკითხეს 60 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ახლახან გაათავისუფლეს ტყვეობიდან. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ასევე ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და კასტრირების მუქარას, ცემას ან მათ მიმართ ელექტროშოკის გამოყენებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს