ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს

ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს, - ამის შესახებ განცხადება ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაავრცელეს.

ემანუელ მაკრონი, რომელიც ბრაზილიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვის ერთობლივი ინიციატივის წარსადგენად ბელენში შეხვდა.

„აქ, ბელენში, ამაზონის შუაგულში, ჩვენ, ბრაზილიამ და საფრანგეთმა, ამაზონის ქვეყნებმა, გადავწყვიტეთ, რომ ტროპიკული ტყეების დაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის გავერთიანდეთ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ემანუელ მაკრონმა და ლულამ განაცხადეს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად თანხების გამოყოფა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს