მეთიუ მილერი - მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები რუსულ პროპაგანდას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის კომენტარს გამოეხმაურა, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან უკრაინის სპეცსამსახურები უშუალოდ არიან დაკავშირებული.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ უკრაინა ამაში ჩართული იყო, რადგან უკრაინა ჩართული არ ყოფილა. მე ვიტყოდი, რომ რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ეს კომენტარები უკრაინის წინააღმდეგ მათი შემდგომი აგრესიის გასამართლებელ პროპაგანდას წარმოადგენს“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება