ვახტანგ ცინცაძე - Moody’s-ის მხრიდან საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე ზრდა ასახავს იმ გარემოებას, რომ საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეინარჩუნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე პერიოდში რისკები დაბალანსებულია და საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა. მისი შეფასებით, აღნიშნული საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეკონომიკური ინსტიტუტების სიძლიერემ განაპირობა, რაზეც ხაზგასმულია სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში.

„სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 5,5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პოტენციურ დონესთან ახლოს იქნება და დაახლოებით 5-5,5 პროცენტს გაუტოლდება“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება ასახავს საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიძლიერესა და ეკონომიკური ინსტიტუტების მიერ ამ პოლიტიკისადმი ერთგულებას. ანგარიშის თანახმად, ზემოაღნიშნულმა და გლობალური ინფლაციის შოკის ეფექტურმა მართვამ განაპირობა მოსალოდნელზე მაღალი ზრდა 2022 და 2023 წლებში.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საინვესტიციო სარეიტინგო დონის მიღწევა, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს ეკონომიკას. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების ნდობა საქართველოს მიმართ, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ხელფასების მატებასა და სხვა მაკროეკონომიკურ და სოციალურ პარამეტრებზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება