პაატა მანჯგალაძე - ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო, ევროკავშირის წევრი გავხდით ამ წარმატებით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს

ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო, ევროკავშირის წევრი [ქვეყანა] გავხდით ამ წარმატებით, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

მისივე თქმით, აღნიშნული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს.

„ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას. ჩვენმა ბიჭებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს. ბევრი თაობის სპორტის მოყვარულის და ქართველის ნატვრა, ფაქტობრივად, შეასრულეს. ეს არის დიდი წარმატება დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი გავხდით ამ წარმატებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, როგორც ერმა მოახერხა ერთიანობით ეს, ასევე მოახერხებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს