საქართველოს ბიზნესასოციაცია - სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„მოხარულნი ვართ, ჩვენი ეროვნული ნაკრების უდიდესი წარმატებით! გუშინდელი დღე ისტორიული დღეა, რომელიც 3 ათეული წლის განმავლობაში ყოველი ჩვენგანის ოცნებად რჩებოდა, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა - საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროპის ტურნირში, სადაც, დარწმუნებულები ვართ, რომ, ასევე, ღირსეულად წარვდგებით.

გუშინდელი დღე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ ეს არის ის აუცილებელი მუხტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის დიდი წარმატების მოტანა!

მადლობას ვუხდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული ბრძოლისთვის, შრომისა და მონდომებისთვის!

დიდი მადლობა გამორჩეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას!

სწორედ, ასეთი ერთიანობითა და სულისკვეთებით შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ მოუტანს მრავალ წარმატებას!“, - აღნიშნულია ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება