ოთარ გრიგოლია - ბოდიში მინდა მოვუხადო დამსწრე საზოგადოებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე გვიწევს საუბარი ევროსაბჭოში

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის ყველა ფუნდამენტური უფლება და ინტერესები“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთარ გრიგოლიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებმაც მათივე შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, უსაყვედურეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საკითხში იგი აქტიურად არ იყო ჩართული. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო თვალყურს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ფლობს სრულ ინფორმაციას როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ამაზე ღიად ვერ ისაუბრებს და არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარჩევებში ჩარევას“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ნათქვამია, რომ ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ოთარ გრიგოლიამაც უპასუხა და კონგრესის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან საუბარი მიხეილ სააკაშვილის კვებაზე უწევთ.

„თქვენ იცით, რომ სააკაშვილი ბრალდებულია არაერთ დანაშაულში, კერძოდ, ის იხდის სასჯელს 4 სხვადასხვა საქმეზე. შესაბამისად, ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პარტიული დღის წესრიგით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე მონაწილეობენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო