ფინანსთა სამინისტრო - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.

„რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.

სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.

დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება