„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გორის მუნიციპალიტეტის, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზონის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ, დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს.

„მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ, ჩაუტარდათ პრეზენტაცია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე.

სათავო ოფისის შემდეგ, უფროსკლასელები ეწვივნენ ქვესადგურს „ნავთლუღი 220“, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. ასევე, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას, შემდგომ კი საქმდებიან კომპანიაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, სსე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინფორმაცია მიაწოდოს დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება