ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი - სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. რეიტინგის ძლიერი მხარეები ტრადიციულად გახლავთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, მაღალი ფისკალური დისციპლინა, ინფლაციის დაბალი ტემპი და ძლიერი ინსტიტუციური გარემო. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5 %-ის დონეზეა მოსალოდნელი.

სააგენტო დადებითად აფასებს ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალ ტენდენციას და მიჩნეულია, რომ ის არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რისი მიზეზიც ერთი მხრივ გახლავთ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია. ცნობისათვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლების განმავლობაში ისტორიულად, რეიტინგის ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია, შესაბამისად, ამ ტენდენციის გაუმჯობესება აისახება რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე. რომ შევაჯამოთ დღეისათვის სამივე ძირითადი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით საქართველოს რეიტინგი შეფასებულია BB ან Ba2- დონეზე, რაც ეკვივალენტური შეფასებებია სხვადასხვა შკალით. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, გვაქვს სტაბილური, ხოლო Fitch-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება