გიორგი ბაჩიაშვილი - პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს - საქმე უნდა შეწყდეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუმარტა, მას მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე „პროცესს შეაჩერებს“.

მისივე შეფასებით, საქმე უნდა შეწყდეს.

„პირველ რიგში, ქართველ გულშემატკივარს და ფეხბურთელებს მივულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.

რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე სამართლიანი იქნება და ამ პროცესს შეაჩერებს.

საქმე უნდა შეწყდეს, იმიტომ, რომ ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ვერ წარმოადგინა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს