ზვიად შალამბერიძე - იმერეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 11 პროექტი დაფინანსდება

იმერეთში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით 5 000 000-მდე ლარის ღირებულების 11 პროექტის განხორციელება იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

„დღეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)​​ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა და CESL -ის პროგრამის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ჰარდინგმა, თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრეს. ​შეხვედრის მიზანი იყო, ერთის მხრივ CESL -ის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის მხარეში, დაფინანსებული პროექტების წარდგენა და მეორეს მხრივ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით იმერეთში განსახორციელებელი პროექტებით გათვალისწინებულია მოეწყოს ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალები, მრავალფუნქციური ურბანული რეკრეაციის სივრცეები, ასევე ტურისტულ ლოკაციებზე შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და საკემპინგე ადგილები. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ხელი მოეწერა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ღვინის ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვას, რომლის სტრატეგიული მიზანია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების ხელშეწყობა.

შეხვედრა ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD)- ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) პროგრამის ფარგლებში გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს