რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე

ოპოზიცია რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე - ჩვენ პროცესებს ასე არ ვყოფთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ინიციატივის დაყენება არჩევნებს უკავშირდება.

იონათამიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ გამოწვევების საპასუხოდაა, რომელიც დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოწინავე საზოგადოებაშია.

“ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და პროცესებს არ ვყოფთ როგორც არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ეს არის ოპოზიცია, რომელიც რევოლუციებზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ოცნებობს, მაგრამ საბოლოოდ თვითდისკრედიტაციის გარდა ვერაფერს აკეთებს ხოლმე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც არის იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც დღეს არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მოწინავე საზოგადოებაში. ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო გზა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ მხრივ საჯარო განხილვები და პირდაპირი დიალოგი გვექნება საზოგადოებასთან და მათი პოზიციების შეჯერებით და გაზიარებით მიიღება გადაწყვეტილება”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება