გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი - საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ

საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავსი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა განაცხადა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც დღეს ვნახე, ზიმბაბვეშიც შერცხვებოდათ, უგანდაშიც შერცხვებოდათ და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც. არ მჯერა, რომ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამ სპექტაკლის გაგრძელებას დაუშვებდა. ამას სასულთნო უნდა ვუწოდოთ და არა დემოკრატია. ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, წარსულის ძველი თამაშები იყო, რომლითაც ამ ქვეყნის ახალგაზრდებს სასამართლოს წინაშე აყენებენ. საქართველოს მომავალი არ ექნება, თუ ივანიშვილის მსგავი ადამიანები ასეთი ადამიანების გასამართლებას შეძლებენ. გეტყვით, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს, თუ მსგავსი პაროდიების გაგრძელება მოხდება და დროა, ქართველები გამოფხიზლდნენ და გაიგონ, რომ დრო შეზღუდულია და ადვოკატის მიერ ასეთი პაროდიის ყურება სირცხვილია, აბსოლუტური სირცხვილია“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი