კაია კალასი - მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ

მზად ვართ ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარი როგორც მარკ რუტეს, ისე კლაუს იოჰანისის კანდიდატურას დავუჭიროთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასის ცნობით, ესტონეთის მთავრობა ორივე კანდიდატს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტესა და რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდა.

„ჩვენი შეხედულებები გამოვხატეთ. აღვნიშნეთ, რომ არასწორად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენი რეგიონის არც ერთი წარმომადგენელი ალიანსში მაღალ თანამდებობას არ იკავებს“, - განაცხადა კაია კალასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მარკ რუტე კოალიციურ მთავრობებს დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას კომპრომისების მიღწევის გამოცდილება აქვს.

„ასევე, ჩვენ 2%-თან დაკავშირებით შეშფოთება გამოვთქვით, ვესაუბრეთ რუტეს, თუ როგორ შეძლებს სხვა სახელმწიფოების მეთაურების დარწმუნებას. ნამდვილად, ჩვენ მზად ვართ მხარი ორივე კანდიდატს დავუჭიროთ“, - აღნიშნა კაია კალასმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება