ევროკავშირის ელჩი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ ევროკომისიასა და საქართველოს შორის საუბარი უნდა გავაგრძელოთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმებს, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს. ჩვენ საქართველოს პარლამენტს არაერთხელ ვთხოვეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დაგეგმილი რეფორმების შესახებ კონსულტაციებისთვის ვენეციის კომისიისთვის მიემართა. ვენეციის კომისიამ თავისი რეკომენდაციები ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა. დღეს ხელმოწერილი კანონი ვენეციის კომისიის ბევრ რეკომენდაციას შეიცავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინება არ მოხდა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი