მოსამართლე ლევან თევზაძე - არავითარი „ვეტინგი“ სასამართლო სისტემას არ სჭირდება - ამის უკან იფარება ის, რომ წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ.

არავითარი „ვეტინგი“ სასამართლო სისტემას არ სჭირდება - ამის უკან იფარება ის, რომ წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ., - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან თევზაძემ „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ სასამართლო სისტემაში საერთაშორისო ექსპერტები ჩართონ.

„ჩვენთან არ არსებობს ამის საფუძველი საერთაშორისო ექსპერტები სადაც ჩაერთნენ და ვინებიც ჩაერთნენ, რა შედეგები დადგა იმ სახელმწიფოებში ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ. 10 წელია, ალბანეთში მიმდინარეობს „ვეტინგის“ პროცედურა და თვითონ ამის განმახორციელებლები ვერ პროგნოზირებენ, როდის დასრულდება ეს "ვეტინგი". მოლდოვაში დღესაც მიმდინარეობს „ვეტინგი“. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მათ შეფასებებს, რა ვიცი. თუ ასე უნდა მოხდეს აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ნახეთ, სრული უმრავლესობა თითქმის სასამართლო კორპუსის არის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ამის უკან იფარება - წინასწარ არის გაწერილი სასამართლოდან გასაშვებთა სიები, ჩამოსახრჩობთა სიები, დასახვრეტთა სიები და ა.შ.“,-განაცხადა თევზაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს