მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტების მოთხოვნაზე - ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა

ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ონკოპაციენტები მასთან შეხვედრას ითხოვენ, ამასთან მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას და 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაზრდას მოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, თავდაპირველად ონკოპაციენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა, რაც კომპლექსური და რთულია.

„შეიძლება, ვერ შევძლო ინდივიდუალურად ყველა პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ამ საკითხებზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება პრიმიტიული გადაწყვეტილება მოეძებნოს, ვინაიდან კომპლექსური და რთულია. საკითხს მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური გადაწყვეტილება, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას „მინდა ვიცოცხლო“ - ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს.

ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა