დავით სონღულაშვილი საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, საუბარი, ასევე, მწვანე ენერგიის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს შეეხო.

„კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, ახალი გზატკეცილების, პორტისა და აეროპორტის მშენებლობაზე და აღნიშნა მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

სლოვაკეთის ელჩმა აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდა და წარმატებები, რასაც ქვეყანამ პანდემიის შემდეგ მიაღწია.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებისა და საერთო პროექტების განხორციელების მიზნით მეტი ჩართულობისთვის მზადყოფნა გამოხატეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს