ზაზა ვაშაყმაძე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს რწმენისა და რელიგიის საკითხებში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს ეწვივნენ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში, ქალბატონი მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო ელჩი რწმენისა და რელიგიის საკითხებში, ქალბატონი ბეა ტენ ტუშერი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის თანამშრომელი, ბატონი ალექსანდერ აკერბომი და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ქალბატონი ლელა ლომია.

„სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით, მათ შორის, რელიგიის სააგენტოს პრიორიტეტებით, სახელმწიფოს მიერ საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა რელიგიებისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების მექანიზმით, სახელმწიფოს ურთიერთობით მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და ესაუბრა რელიგიის სააგენტოს ახალ პროექტებზე. თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევების ფაქტებს.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება