უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მიემგზავრება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში ვიზიტი პირველი იქნება ბოლო 7 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„უკვე გავაკეთე განცხადება, რომ ამ კვირას ჩემი ინდოელი კოლეგის, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მოწვევით ვიზიტი მექნება ნიუ-დელიში. ეს ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ამ ქვეყანაში და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი. ამ ვიზიტის მიზანია უკრაინულ-ინდური ურთიერთობების გამყარება”, - განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ ერთი კვირის წინ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ჰქონდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან, რომლის ფარგლებშიც წამოყენებულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის, ვაჭრობისა და მშვიდობის გლობალური სამიტის საკითხები.

“ჩემმა ვიზიტმა შეიძლება ძალაში შეიყვანოს მიღწეული შეთანხმებები და გააგრძელოს ჩვენი კავშირების განვითარება. უკრაინა ინდოეთს როგორც გლობალურ სახელმწიფოს განიხილავს, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო ხმა გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს”, - განაცხადა კულებამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება