ანონსი  28 მარტი

28 მარტს, 10:00 საათზე, USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „მერების შეთანხმების“ აღმოსავლეთის ოფისთან პარტნიორობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

28 მარტს, 10:30 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, სამედიცინო ცენტრის „ციტო“ და USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ სამედიცინო ლაბორატორიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგს გამართავენ.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, სასტუმრო „პულმანი“

28 მარტს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ, გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის გაუფასურება - მიზეზები და პროგნოზი ვალუტის კურსთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 მარტს, 11:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში გამართავს ბრიფინგს.

თემაზე: საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული შეთავაზება.

28 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე, სამების საკათედრო ტაძარში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სამოქალაქო პანაშვიდი სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ჩატარდება. 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 5 იდენტიფიცირებულ პირს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

საკონტაქტო.: მაია შამანაური 555 56 54 55

28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება საქმეზე - „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

28 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა შიდა ქართლის რეგიონში.

მერიის ადმინისტრაციული შენობა

მის: ქ. გორი, გრ. ფერაძის N5

28 მარტს,12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

28 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

28 მარტს, 15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ჯგუფ მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, საქართველოს პარლამენტში მარტოხელა მშობლებს შეხვდება.

მის: პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

საკ.: თამარ გედევანიშვილი - 599303636

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო