საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ  და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ბიძინა კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ აბაშიძე. ხოლო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან მოწვეულები გახლდნენ: აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოს-მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდენტის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი მარინე ბარვენაშვილი და პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე.

„აღსანიშნავია, რომ ამ ორ აკადემიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს და ეს მემორანდუმი მათ კიდევ უფრო დააახლოებს.

ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე, ქართული მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებმა - აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და გივი ჯაფარიძემ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო