მამუკა მდინარაძე - სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე 2-წლიანი ნეგატიური კამპანია იყო სასამართლოს წინააღმდეგ, სტრასბურგში ითქვა, რომ სახელმწიფო მართალია, ანუ სასამართლო ორი წლის განმავლობაში აზიანეს ტყუილი ნარატივით. გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ტყუილი ნარატივი აღმოჩნდა, როცა განსახილველადაც არ მიიღო სტრასბურგმა, დადასტურდა, რომ ტყუილი იყოს ეს ყველაფერი, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, ახლა უკვე ეგრეთ წოდებულს რომ ვუწოდებთ სავსებით სამართლიანად, მისი შეწყალებაც ამ ნარატივის ნაწილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყოველ მომდევნო ჯერზე სტრასბურგი ადასტურებს, რომ ქართული სასამართლო არის პირნათელი ყველა საქმის და თავისი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე.

„სტრასბურგი უდასტურებს ქართულ სასამართლოს, რომ იქ ხარვეზები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არის კლანი, იქ ხდება უბედურება. სინამდვილეში ობიექტური გადაწყვეტილებაა, ფაქტები, მტკიცებულება და სტრასბურგიც ამას ადასტურებს, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ სასამართლო წინ არის რამდენიმე ათეული პუნქტით, ყოველ ჯერზე ახალი კვლევა და დასკვნა იდება და რეიტინგებიც მიდის წინ და წინ. ანუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც სასამართლო მიდის წინ, დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება და გეუბნებიან გინდა თუ არა ახლა უნდა შეამოწმოს უცხოელმა ექსპერტმა, იმ უცხოელ ექსპერტებში ვიღაცებმა რაღაცები დაალაგონ თავისი პატრონების და მეგობრების მეშვეობით და ამ ქართულ სასამართლოში გაიგე მერე შენ კეთილსინდისიერად ამოწმებენ თუ ვიღაცებს სახლში არაკეთილსინდისიერად უშვებენ, რომ სასამართლოს ბერკეტი ჩაიგდონ ხელში. რა გამოდის იცით? თუ მოგვცემთ სასამართლოს კაი ბიჭები და გოგოები იქნებით და თუ არ მოგვცემთ სასამართლოს ცუდი ბიჭები და გოგოები იქნებით. არ ვარგა ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან