რუსეთის საგარეო უწყება - ნატო-ს აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპაში  ჩვენს ქვეყანასთან შეტაკებისთვის მოკავშირეების მომზადებისკენაა მიმართული

ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს მოკავშირეების მომზადებას რუსეთთან პოტენციური შეტაკებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„რუმინეთის საჰაერო ბაზის გაფართოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი აგრძელებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის აღვირახსნილ მილიტარიზაციას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათი მტკიცებით, „კოალიციური პოტენციალის დაჩქარებული გაძლიერება ასევე მიმდინარეობს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი აქტივობა, პროვოკაციულია, აძლიერებს სამხედრო დაძაბულობას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე და დამატებით საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ბლოკის მოკავშირეების მომზადებას ჩვენს ქვეყანასთან პოტენციური შეტაკებისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, დააკვირდებიე რუმინეთის ქმედებებს, შეაფასებენ წარმოშობილ რისკებს და გაითვალისწინებენ მათ სამხედრო დაგეგმვის დროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს