უკრაინის საჰაერო ძალები - ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 დრონი გავანადგურეთ

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას რაკეტებით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით შეუტიეს და უკრაინელებმა 26 დრონის ჩამოგდება შეძლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკის თქმით, რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიში Х-22 ტიპის სამი რაკეტით, Х-31П ტიპის სარადარო რაკეტით და Shahed-136/131 ტიპის 28 დრონით მიიტანა. დრონები და რაკეტები შავი ზღვიდან, ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს.

ოლეშჩუკის ინფორმაციით, დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.

საჰაერო ძალების მეთაური აცხადებს, რომ დრონები ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში გაანადგურეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება