დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა.

„2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ სოციალურად დაუცველ პირებს როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას, ისე ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებზე სთავაზობს. გარდა ამისა სხვა ვაკანსიებზე - ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია სოციალურად დაუცველი 20 000-ზე მეტი მოქალაქე. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა 7 079 პირი.

საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია და განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით“,- აცხადებენ დასაქმების სააგენტოში.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ელ მარტს დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს