პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა, ასევე, პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც “მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.”

“მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე არსებული ერთ დროს, „ოცნების“ მიერვე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას.

თუ თქვენ ნამდვილად მზად ხართ ნორმალური ცვლილებების შეტანისთვის, რაზეც თქვენს პასუხში ისაუბრეთ, ჩვენ მოგიწოდებთ, გაეშვით „ნაცმოძრაობის“ მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური თაღლითობის გამეორებას. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.

ასევე, პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.

თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენ მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება. კიდევ ერთხელ ნუ დაადასტურებთ, რომ ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა