ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირია ლიკვიდირებული

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ შეიარაღებული წევრები გასული დღის განმავლობაში ჰამასის შეიარაღებული პირები გამოვიდნენ შიფას სასწრაფო დახმარების ოთახიდან, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ კიდევ ათობით მებრძოლი დაიღუპა.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში მოქმედმა ჯარებმა იარაღის საწყობები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამასთან, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილშიც განხორციელდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება