მაკა ბოჭორიშვილი - ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები - ჩვენ, შეიძლება ითქვას, ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მიეცა ამას

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ რაზეც საქართველოს ხელისუფლებას სურდა აქცენტის გაკეთება - მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, ევროპული ქვეყნებისთვისაც აქტუალურია.

ბოჭორიშვილის თქმით, ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, „რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე”.

„ის, რაც საფრანგეთში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უცხოური გავლენები გამოწვევაა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც გავლენების საკითხი განიხილება. ევროკომისიაც მუშაობდა აღნიშნულ საკითხზე. რასაც ვსაუბრობდით და რაზეც გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცენტი - მოქალაქეების ინფორმაციული უზრუნველყოფა უცხოური გავლენების შესახებ, აქტუალურია ევროპული ქვეყნებისთვისაც. იცით, საქართველოში როგორი განვითარება ჰქონდა ამ საკითხს, სპეკულაცია მოხდა ამ თემით და „რუსული კანონით”, რაც აბსოლუტურად არარელევანტური იყო. საკითხი არის მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნებისთვის და ამაზე მსჯელობენ.

ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები და ჩარევა და ნებისმიერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია, რა ახდენს გავლენას ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენ, შეიძლება ითქვას, ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მიეცა ამ საკითხს”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კანონპროექტი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, - ინფორმაციას გამოცემა Lemonde ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტს, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ წარადგინა, მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 25 წავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს