მიხეილ დაუშვილი - ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს, არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია - შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები

საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს.

„ლაზარეს ამბავს რაც შეეხება, ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი, რომ უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, სიმართლე და მხოლოდ ეს უნდა იყოს განაჩენის საფუძველი, იქნება თუ არ იქნება. საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში დამარცხდები. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდებთან ვერავინ გაიმარჯვებს. მომავალ თაობასთან და მომავალთან გამარჯვება შეუძლებელია. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, ამ შემთხვევაში განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. თუ ასეთი უტყუარი მტკიცებულებები არ და ვერ იქნება მაშინ ვერც განაჩენი იქნება”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი