მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლგბტ-ს პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს.

„ეს არის ახლა თემა, როცა გმირებზე ვსაუბრობთ? ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. ასევე, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპი“. ეს არის თემა, რომელიც მათ ძალიან აწუხებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ საქართველოში „შობადობა მცირდება და ოჯახები ინგრევა”.

„შობადობა რომ მცირდება და ოჯახები რომ ინგრევა, ოჯახებს და შვილებს, რომ „სკაიპით” ზრდიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ემიგრაციაში არიან, აი, ეს არის პრობლემა. უმუშევრობა რომ არის, ეს არის პრობლემა. შემოსავალი რომ არ აქვს ხალხს, ეს არის პრობლემა. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველაზე მთავარი, რაც არის იმაზე გავაკეთოთ {აქცენტი}”, - აღნიშნა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება