საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს, ჟან-ფრანსუა ტონის და ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს, ფილიპო მუსკას შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე.

„შეხვედრის ფარგლებში, სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რეგიონული სასწავლო პლატფორმა (REACT) გააცნეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის საპილოტე სასწავლო პროგრამის განხორციელება იგეგმება. სასწავლო პროგრამა მოიცავს პროკურორებისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ომის დანაშაული, აგრესია, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

შეხვედრის დასასრულს მხარეები საგანმანათლებლო, სასწავლო, კვლევითი და აკადემიური აქტივობების მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება