პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ევროკავშირის ექსპერტი თეონა ლავრელაშვილი ბელგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს

სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ ინფორმაციით, პირველად ბელგიისა და ევროკავშირის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართული სახელი და გვარი გამოჩნდება.

მათივე ცნობით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ევროკავშირის ექსპერტი თეონა ლავრელაშვილი ბელგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობს და დემოკრატიულ-ცენტრისტული პარტიის სიის ათეულშია.

„ფედერალურ არჩევნებში ქართველი ემიგრანტის მონაწილეობა არის პრეცედენტი, რომელიც ევროპის პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ წრეებში საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

ქართული დიასპორის ინტერესების დაცვა, სათვისტომოს დაახლოება ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან, ევროკავშირის ცენტრში საქართველოს პოზიტიური იმიჯის ლობირება, ბელგია-საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე სახალხო დიპლომატიის განვითარება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის გაძლიერება - ეს იქნება მომავალი პარლამენტარის ამოცანა ბელგიაში საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად.

თეონა ლავრელაშვილი ბელგიის მოქალაქე, ის იქ 2014 წელს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით მიზნით გაემგზავრა. ლავრელაშვილს ევროსტრუქტურებში და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2022 წელს კი ლუვენის უნივერსიტეტში მიენიჭა პოლიტიკის დოქტორის ხარისხი. თეონა ლავრელაშვილი 2023 წელს აირჩიეს ევროპის კოლეჯის ასოციაციის პრეზიდენტად, რომელიც 17 000 კურსდამთავრებულს აერთიანებს. არის სახელმწიფო უნივერსიტეტის შპაიერის საჯარო მმართველობის პროგრამის მოწვეული ლექტორი. თეონა ლავრელაშვილი ამავდროულად, ბრიუსელში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ კეთილი ნების ელჩია.

ბელგიაში არჩევნები 2024 წლის 9 ივნისს, ფედერალურ, რაიონულ და ადგილობრივ დონეზე ჩატარდება. ბელგიის მოქალაქეები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში 150 დეპუტატს აირჩევენ.

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ბელგიისათვის ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს გაიმართება ევროპის პარლამენტის არჩევნები, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტებს. ბელგიას კი, როგორც ევროკავშირის და ნატოს დამფუძნებელ ქვეყანას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს ევროკავშირის შიდა და საგარეო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია ბელგიის შიდა პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებითაც. ბელგიის პოლიტიკურ სპექტრში ძლიერდებიან ნაციონალისტური და რადიკალურად მემარჯვენე პარტიები, ხოლო მწვანე და ციფრული ტრანზიტის კოორდინაცია სულ უფრო მზარდ გამოწვევებს უკავშირდება, ერთის მხრივ ქვეყნის ინსტიტუციური წყობის სირთულიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ, ბიუჯეტთან დაკავშირებული სირთულეების გამო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს