საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომელთა სპეციალიზაციის კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა“ ჩატარდა და 21 პროკურორს სპეციალიზებული პროკურორის, ხოლო პროკურატურის ერთ გამომძიებელს, სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწავლო კურსის ფარგლებში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარების საერთაშორისო პრაქტიკის საკითხზე სპეციალურ სამუშაო სესიას საერთაშორისო ექსპერტი, ავსტრიელი მოსამართლე რენატე ვინტერი გაუძღვა.

„6-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსი ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულია პროკურატურის 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიან რეაგირებას ახორციელებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულებით სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!