მამუკა ხაზარაძე - რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი

რეალურად ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი. ასე დგას საკითხი, - აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთლიანად ემსახურება რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ამიტომ 2024 წლის არჩევანი იქნება რეფერენდუმის მსგავსი.

„ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ევროპული არჩევანი, ეს უნდა ასახოს 2024-ის არჩევნებში.

„ქართული ოცნება“ არის შენიღბული, ასე ვთქვათ ფსევდო ქართული მოტივაციებით, სინამდვილეში კი ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი - დარჩეს ხელისუფლებაში, სხვა ყველა მისი ქმედება შეფარული და ხანდახან შეუფარავი, არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა საქართველოში. ეს გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში, ფრენების დანიშვნაში ისეთ ქალაქებშიც კი, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ დაფრინავდნენ თბილისში. ეს გამოიხატება ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსების უვიზოდ მასობრივად შემოდინებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ „გავრილოვის ღამეზე“, აღარაფერი ვთქვათ ე.წ. რუსულ კანონზე აგენტების შესახებ, ასევე ძალიან თვალშისაცემი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირდაპირი თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეერთებული შტატებსა თუ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. ასევე, დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტის დამუნათება და იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხვდებოდა ევროპის ქვეყნის ლიდერებს ჩვენი მომავლის გასაცნობად და ჩვენი ხალხის არჩევანის მხარდასაჭერად და უამრავი მსგავსი რამ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რიცხვების გაჟღერება, რომელიც ასახავს ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას. „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ეკონომიკა მიზანმიმართულად გახადა რუსეთზე დამოკიდებული, ეს გამოიხატება ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტში. ჩვენ ვახდენთ ისეთი სტრატეგიული პროდუქტების იმპორტს, როგორიც არის ხორბალი, ბენზინი, გაზი, და აქ არ არის საუბარი მხოლოდ 20 ან 40- პროცენტიან წილზე, აქ ლაპარაკია 90 პროცენტს მიახლოებულ სტრატეგიული პროდუქტების იმპორტზე, ასევე ღვინო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, თითქმის 70 პროცენტი რუსეთში გადის. ეს არ ხდება შემთხვევით.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და გარედან რომ შევხედოთ მოცემულობას, ჩვენ პრაქტიკულად რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ, იმიტომ რომ 26 000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში და 100 ევროპულ კომპანიასაც ვერ დამისახელებთ, რომელიც აქ დარეგისტრირდა ამ პერიოდში. აი ეს არის შედეგი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის