დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა. მომდევნო ეტაპი, შემოსული განაცხადების, კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებას ითვალისწინებს.

„შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლების წინადადებებიც მოისმინა და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა შესთავაზა.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება