ბსუ-ში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, USDA-ის ვაშინგტონის ოფისის პროექტის ხელმძღვანელები: ქრეიგ ტენი, რაფაელ გუტიარესი, ოფისის წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე და ,,მომავლის ფერმერის" პროექტების მენეჯერი ნატალი კლდიაშვილი ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მერაბ დიასამიძეს შეხვდნენ.

„მხარეებმა შეხვედრაზე განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მიმდინარე წელს უნივერსიტეტის ჩართულობით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებების განხორცილება.

ბსუ-ში ერთი წელია საპილოტე რეჟიმში წარმატებით მუშაობს ექსტენციის ცენტრი. უცხოელი პარტნიორები ადგილზე გაეცნენ პროექტის აქტივობებს, თამარის დასახლებაში ბსუ-ს საცდელი/დემო ნაკვეთის მოწყობის სამუშაოებს და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში განხორციელებული სასკოლო პროექტის შედეგებს. ასევე, გაესაუბრნენ აგროკლუბის მონაწილე მოსწავლეებს და ხაზი გაუსვეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობას.

შეხვედრას ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია, აგროსკოლის დირექტორი მამუკა თურმანიძე და აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს