ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

ზელენსკის თქმით, მან ჯონსონს “რუსული საჰაერო ტერორის” გაძლიერების შესახებ უთხრა და აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - მიერ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების “კრიტიკული მნიშვნელობა” აღნიშნა.

“სატელეფონო საუბარი ჩავატარე წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონსონთან. მადლობა გადავუხადე მას პირადად, ორივე პარტიას, ამერიკელ ხალხსა და პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. მოვუყევი ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ, კერძოდ, რუსული საჰაერო ტერორის სწრაფად გაძლიერების შესახებ.

ასეთ ვითარებაში კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიაზრებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში სხვადასხვა პოზიციები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქნან ეს, მაგრამ მთავარია - რომ უკრაინის დახმარების საკითხი გაერთიანების ფაქტორად რჩებოდეს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება