რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან "უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება" იპოვეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მათ მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან “უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირი იპოვეს”. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“გამოძიების წინასწარი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, საფუძვლიან მომზადებასა და დანაშაულის ორგანიზატორების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას. დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების გამოკვლევის, ფინანსური ოპერაციების შესახებ ცნობების ანალიზის შედეგად მიღებულია მათი უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირების მტკიცებულებები”, - წერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, მათ „დადასტურებული მონაცემები გააჩნიათ“, თითქოს ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან ფულისა და კრიპტოვალუტის მნიშვნელოვანი თანხები მისდიოდათ.

ცნობისთვის, 22 მარტს მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ სროლასა და შემდგომ ხანძარს როგორც მინიმუმ 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 360 დაშავდა. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა “ვილაიათ ჰორასანმა” აიღო. ტერაქტამდე, რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელება შესაძლოა იგეგმებოდეს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის საელჩოს განცხადებებს “შანტაჟი” უწოდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო